„შეირყა მსოფლიო, ჩვენ კი იგივე ტერმინოლოგიით ვლაპარაკობთ, როგორც 10 წლის წინ“ – ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და დიალოგის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„პოლიტიკა არ შედგება მხოლოდ იმისგან, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს.თუ ადამიანს, სურს აკეთოს მხოლოდ ის, რაც მაშინ პოლიტიკას უნდა დაანებოს თავი. ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება მოგვიწიოს იმის გაკეთებამ, რაც სრულებით არ გვინდა, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გიწევდეს არსებულ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა“.- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერი, საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, მედიას და ექსპერტებს მოუწოდებს პრობლემას სერიოზულად მიუდგნენ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ანალიზი გააკეთონ. არსებულ ვითარებას ნინო ბურჯანაძე ყინულის ომს უწოდებს.

„შეირყა მსოფლიო, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა და ჩვენ ვლაპარაკობთ იგივე ტერმინოლოგიით, როგორც ვსაუბრობდით 10 წლის წინ. თითქოს არაფერი შეცვლილა მსოფლიოში, თითქოს არ არსებობს ის დაპირისპირება, რომელიც დღეს არის, თითქოს არ არის ის დაძაბულობა, რომელსაც ცივი ომი კი არა, ყინულის ომი ჰქვია უკვე. ლიდერი ქვეყნებს შორის დაპირისპირება, რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს საქართველოზე.

ჩვენ კი დარჩენილები ვართ ცივი ომის ხანაში და ხომ ვხედავთ, რომ წინ ვერ მივდივართ, ხომ ვხედავთ, რომ იგივე პრობლემები გვაქვს, რაც 5 და 10 წლის წინ გვქონდა. 25 წელია, ვიძახით, რომ რუსეთი ოკუპანტია ვიძახდით, მაგრამ ამით მათ ერთი სანტიმეტრით უკან დაიხიეს?! არა! ესეიგი ელემენტარულია, გამოვიყენოთ სხვა წამალი, სხვა მეთოდი, როდესაც ქვეყანა დაავადებულია და ორი ღმრა ჭრილობა აქვს კომფლიქტების გამო. გამოვიყენოთ ის მეთოდები, რასაც მსოფლიო იყენებს ასეთ ვითარებაში. მაჩვენეთ დიალოგის ალტერნატივა, რუსებთან, მაგრამ ვერ მაჩვენებთ, რადგან დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.“ – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

loading…

პოპულარული

ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
პირადობის მოწმობებს დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
დაწერე კომენტარი