„შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ნუ მივაწყდებით სასურსათო მაღაზიებს, რადგან მაღაზიების რიგებში ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“ – მაია ცქიტიშვილი

ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სურსათისა და სამედიცინო პროდუქტის მომარაგებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ არსებობს. მისივე თქმით, არ უნდა მივაწყდეთ მაღაზიებს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგებში ინფიცირების ძალიან მაღალი რისკია.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა დარწმუნებულიყავით, რომ სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამედიცინო პროდუქციასა და სხვა საჭირო, აუცილებელ პროდუქციასთან მიმართებაში, არ გვაქვს არანაირი შეფერხება მომარაგებაში და ეს გაგრძელდება კვლავ. ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გვქონდეს ერთგვარი ნდობა მთავრობის მიმართ. თქვენ არაერთხელ შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით იმაში, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები არ არის ცარიელი და თუ ცარიელდება, მაშინვე ივსება, მოდი, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც იმიტომ, რომ ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი