“ან შევაკვდები, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებ, დღეს თუ ხვალ დედას მომიკლავსო”- რას ამბობს სასტიკად მოკლული 25 წლის გოგოს მამა

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

შავი ჩაი ასკილით

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” მოკლული ახალგაზრდა ქალის მამამ განაცხადა, მან იცოდა როგორ ექცეოდა მკვლელობაში ბრალდებული მის ყოფილ მეუღლეს და შვილებს.

 

“ვიცოდი, როგორც ექცეოდა ჩემს ყოფილ მეუღლეს, საერთოდ ვიცოდი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო მათი ერთად ყოფნა. ისიც ვიცოდი, რომ ბავშვები ძალიან განიცდიდნენ ამ მდგომარეობას. ჩემთანაც საუბრობდნენ ამის შესახებ შვილები, მაგრამ ასეთი აზრი ჰქონდა, ჩემს შვილს, რომელიც მოკლეს., “მამაო, მე ან შევაკვდები ამ საქმეს, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებო იმიტომ, რომ დღეს თუ ხვალ მაინც მომიკლავს დედასო”, – განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი