შეერთებული შტატების სანაპიროს დამანგრეველი შტორმი უახლოვდება

USA HURRICANE MICHAEL

შეერთებული შტატების სანაპიროს დამანგრეველი შტორმი უახლოვდება. ქარიშხალი “ბარი” მექსიკის ყურეში წარმოიქმნა და ლუიზიანას შტატს ემუქრება.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ნიუ-ორლეანი აღმოჩნდება, სადაც უკვე გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.

დონალდ ტრამპმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნულ გვარდიას მოსახლეობის დახმარება დაავალა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზონასთან მიახლოება აუკრძალა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი დროებით თავშესაფრებში განათავსა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი ლუიზიანას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, რეგიონში ძლიერ წყალდიდობას ელოდებიან.

პოპულარული

"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს
"წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ"- ოცნების დეპუტატს შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
22 აგვისტოს ასტროლოგიური პრონოგიზი
"რუსთავი 2" ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ" - ტელეკომპანია კურიერის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი