„შედეგი გვჭირდება, თორემ მეც ჩავბარდები და იქ ვნახავ, როგორ არის ჩემი შვილი“ – ზაზა გახელაძის დედა

დედა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური აცხადებს, რომ თუკი მისი შვილის გათავისუფლების კუთხით კონკრეტულ შედეგს ვერ დაინახავს, ისიც წავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩაბარდება.

„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს წითელი ჯვრისგან, არ შესულან ჯერ, არც ადვოკატი დაკავშირებით, არაფერი ვიცით, არც ჯანმრთელობაზე. ამდენი ხნის განმავლობაში, მხოლოდ სიტყვები აღარ გვაკმაყოფილებს. კონკრეტული შედეგი გვჭირდება, თორემ მეც წავალ, აგერ არის საკორინთლო, იქ წავალ, მეც ჩავბარდები, ეგებ იქ ვნახო ჩემი შვილი, როგორ არის. სხვა გამოსავალს ჯერჯერობით… 11 აგვისტოს ერთი თვე გახდება და კონკრეტული შედეგი ამ ბავშვის თაობაზე ნამდვილად არ გვაქვს“, – აღნიშნა გახელაძის დედამ.

დაწერე კომენტარი