,,შეგიძლიათ დამირეკოთ” – ექიმი ინფიცირებულებს დახმარებას სთავაზობს

ექიმი

ოჯახის ექიმი, პედიატრი თამარ ცანავა საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ ექიმი სოციალურ ქსელში წერს.

,,ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით… გულს მტკენს, როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს…

ვფიქრობ, შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი და 35-წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი.

იქნებ სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს.

სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 599 10 66 29.

თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიში რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

დაწერე კომენტარი