შახტის მოვლის სამუშაობი უნდა განახლდეს – სერგეენკო

დალუქულ შახტებში სარემონტო სამუშაოების განახლების მოთხოვნით, საქნახშირის ხელმძღვანელობამ ბრძანება გამოსცა. მეშახტეები კი შახტში ჩასვლას არ აპირებენ.

შავი ჩაი ასკილით

ისინი აცხადებენ, რომ შახტის ადმინისტრაცია დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს და შახტში მანამდე არ შევლენ, ვიდრე უცხოელი ექსპერტები მუშაობას არ დაასრულებენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შახტში არ განახლდება ქვანახშირის მოპოვება, თუმცა დავით სერგეენკოს თქმით, აუცილებელია განახლდეს შახტის მოვლის სამუშაოები.

„შახტაში მრავალი სახის მუშაობა მიმდინარეობს, პირობითად უნდა გავყოთ ორ ჯგუფად: საკუთრივ შახტის მოვლისა და მოპოვების, ნედლეულის მოპოვების სამუშაოები გასაგებია. შახტის მოვლის სამუშაოები გულისხმობს, რომ შახტა თუ სრულ ფუნქციაში არ არის, მაგალითად, თუ არ არის ვინტილაცია და არ განიტვირთება ამ აფეთქებასაშიში გაზებისგან​ უბრალოდ ავარიული იქნება. თავის პროტოკოლი აქვს და  ახლა მიმდინარეობს შახტის მოვლის სამუშაოები, რომლის გარეშეც არაფრით შეიძლება,“-განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს პრემიერის მრჩევველი სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი