შარშან, ახალი წლის ღამეს, ახალშობილ გნუს გული გაუსკდა – ზოოპარკი პიროტექნიკის გამოყენებაზე მოსახლეობას აფრთხილებს

ცხოველი

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებით მათ, ვინც ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობს, თავი შეიკავონ ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გაუშვან მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით.

cyc

როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია მათი ცხოველებისთვის.

„გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება – შარშან, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილ გნუს გაუსკდა გული; ძველით ახალი წლის ღამეს მეორე ახალშობილი გნუც დაგვეღუპა, ასევე გულით. მომენტალური სიკვდილის გარდა არის მეორე პრობლემაც – დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ.

საახალწლოდ ჩვენი ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს – აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც… სხვა არაფერი შეგვიძლია.  ზოოპარკის ბინადრებს რომ თავი დავანებოთ, პიროტექნიკა ჩვენ გარშემო მცხოვრებ სხვა ოთხფეხებსა და ფრთოსნებზეც მოქმედებს. განსაკუთრებით უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე, რომლებსაც თავის შეფარების შესაძლებლობა არსად აქვთ. ფრინველებს კი, არ დაიჯერებთ და, უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი