შალვა ნათელაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს დღეს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტონ

ნათელაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომის მთავარი თემაა. დეპუტატები ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის განცხადებას განიხილავენ. მანდატის გაუქმების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს პირველებმა სწორედ ამ ორმა პოლიტიკოსმა მიმართა. ხვალ კი უმრავლესობის წევრები უკვე დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხზე იმსჯელებენ. კენჭისყრა 2 თებერვალს მოხდება.

“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობა უნდა მოხდეს იმ პრინციპით, თუ რა იქნება საერთო ჯამში საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უკეთესი:

“არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, რომელთაც ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და ისინი მხარს დაუჭერენ უფლებამოსილების შეწყვეტას, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, მე არ გამოვრიცხავ რომ ვიდრე 2 თებერვლამდე, როცა აღნიშნული საკითხი სესიაზე გავა, უმრავლესობის შეკრება მოხდეს და ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ და საერთო პოზიციაზე შევჯერდებით. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რა იქნება საერთო ჯამში საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უკეთესი,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დაწერე კომენტარი