შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია – იურისტი

შალვა თადუმაძე

 საქართველოს გენარალური პროკურორმა, შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით.

კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს დიპლომი გაყალბებული აქვს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, შალვა თადუმაძე დიპლომის ნამდვილობას აუცილებლად დაადასტურებდა.

“90 -იან წლებში უმაღლესი სასწავლებლები იხსნებოდა ყველა სადარბაზოში, სადაც კი შეიძლებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ იმ პერიოდში შალვა თადუმაძე მართლაც სწავლობდა, მაგრამ შესაბამისი დიპლომი არა აქვს და ამიტომ იძულებულია, უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენოს თავი. სირცხვილია, ადამიანი დაინიშნა გენერალურ პროკურორად, ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე აქვს პრეტენზია და დიპლომის ნამდვილობას ვერ ადასტურებს. დიპლომში ეს შეუსაბამობა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შენიშნა?! ამისთვის საკმარისზე მეტი დრო არსებობდა. მგონია, რომ თადუმაძის დიპლომი ნამდვილი არ არის და ყალბია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელს რა უშლის, რომ ასეთი ელემენტარული საკითხი დააზუსტოს?! მისთვის ამ საკითხში თავის გამართლება სავალდებულოა”,- განაცხადა ლია მუხაშავრიამ “2020NEWS”-თან.

loading...

პოპულარული

სტივენ სპილბერგის შვილი პორნომსახიობი გახდა - ფოტოები
ერთი კოლოფი იმპორტული სიგარეტი, სავარაუდოდ, 15 ლარამდე ეღირება
"კიბეზე ჩამოუგორებია ლეიბით და ბეღელში შეუტენია ვირთხასავით, მოკუნტული შედო ჩემი შვილი" - საჩხერეში მომხდარი დანაშაულის დეტალები და უმძიმესი ვიდეო
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
დაწერე კომენტარი