შალვა თადუმაძემ არ იცის ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა

შალვა თადუმაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე რომელსაც პარლამეტში უსმენენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვინ დაწერა “დიდოსტატის მარჯვენა”.

აღნიშნული კითხვა გოცირიძემ ხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზებიდან წაიკითხა, რომელიც ბროშურადაა გამოცემული.

“ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?” – მიმართა გოცირიძემ თადუმაძეს.

აღნიშნულ კითხვაზე შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ “არ ვიცი”.

პოპულარული

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
უმძიმესი კადრები - რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები
უმძიმესი ავარია გაბრიელ სალოსის გამზირზე - დაღუპულია 8 წლის ბავშვი
დაწერე კომენტარი