ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს, გრიგოლ ბაკურაძეს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბაკურაძე თავს 3 იანვარს დაესხა და მასა და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეში სამართალდამცავი უწყებებიც ჩაერთვნენ, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაკურაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და საპატიმროდან გაათავისუფლა, განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ შეცვალა.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი