(ვიდეო)”მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც კი ვინახავ” – ზაზა სარალიძე სამართალდამცავებს შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის

ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე  პარლამენტის შენობასთან მივიდა  და სამართალდამცველებს შეურაცხყოფის მიყენების გამო ბოდიში მოუხადა.

 

„სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო. გუშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი და პირადი შეურაცხყოფა მივაყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ამას ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან დიდი სამეგობრო მყავს არამარტო საპატრულო პოლიციაში, არამედ სპეცნაზში და ყველა სტრუქტურაში თითქმის, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც კი ვინახავ. აქედან გამომდინარე, რა შეურაცხყოფაც მივაყენე მათ, ამის გამო ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე შეუძლოდ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გახდა. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ამას წინ უძღოდა სამართალდამცველებთან დაპირისპირება. რუსთაველზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისა და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. აქცია სარალიძის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

loading…

პოპულარული

სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან და "ცოცხის" დადგმული კადრები (ვიდეო)
სკანდალური კადრები - „სამართალდამცავებმა 4 ახალგაზრდა რადიატორზე მიაბეს და აწამეს“ (ვიდეო)
შეიწყალეთ მამა გიორგი, თქვენო უწმინდესობავ! იგი მკვლელი არ არის... ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მიუგდეთ ყური - ნესტან კირთაძის მიმართვა პატრიარქს
"ერთი პატარა ოთახი აქვს, მშივრებს უფასოდ აჭმევს.... მოხუცი დაინახეს და ეს რა ხალხს უშვებთ კაფეში, სულ აღარ მოვალთო..."
დაწერე კომენტარი