ყოფილი თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ – ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ პროკურატურას მიმართეს

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული და შემდეგ სასამართლოს მიერ აღდგენილი პირები, იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. საქმე ეხება უწყების მიერ სასამართლო გადაწყვეტილების არ შესრულებას, რომელიც ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას ეხება.

ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ მთავარ პროკურორს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართეს.

ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ, სასამართლომ იუსტიციის სამინისტრო ჯერ კიდევ სექტემბერში დაავალდებულა სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი თანამდებობებზე აღადგინოს და მათ განაცდურის – დაახლოებით 4 წლის სრული ანაზღაურებაც გადაუხადოს.  თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს აცხადებს.

loading…

პოპულარული

ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
3 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება - ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
დაწერე კომენტარი