“ბორია ივანაშვილმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა,სად არიან სტრუდენტები?ახალგაზრდობა?…”

დოდონა კიზირია

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

ბორია ივანაშვილის პათლოგიურმა ახირებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა! ეს ფსიქოპატი უნდა გააჩეროთ, ხალხო! ამის ატანა როგორ შეიძლება?! გაჩეხა და გაანადგურა ასობით ხე. ყოველ ხეს, რომელსაც ამ ჯოჯომ თვალი დაადგა ათობით და ასობით სხვა ხე ეწირება! ეს ისეთი სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა, რასაც აუწერლად გამანადგურებელი შედეგები მოყვება!!!!

ამ ერთმა პატარა ცახესმა როგორ მოსპო და გაანადგურა ქვეყანა! მისი ნაყიდი მთავრობის წევრები, ყოველი მათგანი ამ საშინელი დანაშაულის მონაწილეა, რადგან ყველაფერზე თვალს ხუჭავენ. სირცხვილი მათ-მეთქი დავწერდი, მაგრამ სადა აქვთ ამათ სირცხვილი?! კიდევ უფრო ნაკლები სირცხვილ-ნამუსი მოეკითხება ამ გაუნათლებელი ხიხოს ნაყიდ ინტელიგენციას!

მაგრამ სად არის ახალგაზრდობა?! სად არიან სტრუდენტები?! სად არიან ისინი, ვისაც დარჩება ეს განადგურებული და გაჩანაგებული ქვეყანა?! სად აპირებენ ცხოვრებას, ყველას ევროპა-ამერიკისკენ მიეჩქარება?! თუ “დედა” რუსეთისკენ უჭირავთ თვალი?! მაშ დადგა საქართელოს უკანსკნელი დღეები?! ეს როგორ დავიჯერო?! თუ ეს რაღაც კოშმარული სიზმარია და გემეღვიძება?!

 

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი