ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

სასამართლო პროცესი

სასამართლომ ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოსახელოსნოს თანამშრომლის, რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველიძემ გამოაცხადა.

რამაზ მჭედლიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე 2016 წლის 5 სექტემბერს მოკლეს. მას ავტოსახელოსნოსთან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

დაწერე კომენტარი