,,დასავლეთსაც ოდესღაც ყელში ამოუვა ეს ქვეყანა და იტყვის: ამათ გამო ვეჩხუბეთ რუსეთსო?” -შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

ოდესღაც შევარდნაძემ ამერიკელებს უთხრა უკრაინას დაეხმარეთო. კარგად ესმოდა რომ რუსეთის განეიტრალების პოტენციალი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინას ჰქონდა. უკრაინის გაძლიერება საქართველოზე რუსების გავლენის შესუსტებას ნიშნავდა.

ჩემთვის მიშას უკრაინაში ყოფნა პირველ რიგში ამით იყო საინტერესო. თუმცა, უკვე შარშან დიდი ეჭვი მეპარებოდა რომ უკრაინა გაძლიერდებოდა და თავის უზარმაზარ პოტენციალს თუნდაც სანახევროდ აამოქმედებდა. ბოლო წლებში კიევში რამდენჯერმე ვიყავი (ლექციებს ვკითხულობდი) და არაფერზე ეტყობოდა ამ ქვეყანას რომ ომში იყო ჩაბმული. არაფერზე. 2014 წელს ბჟეზინსკის იმედი მოეცა რომ რუსებთან ომში ბოლოსდაბოლოს დაიბადებოდა უკრაინული სახელმწიფო… მაგრამ ვერა.

გუშინ რაც მოხდა ეს ბევრს აღარაფერს ნიშნავს უკრაინისთვის. შეიძლება არც მიშასთვის. მიშა თავის თავს მიხედავს. ყველაზე ცუდი ისაა რომ დრო გადის და უკრაინიდან არაფერი გამოდის. დასავლეთსაც ოდესღაც ყელში ამოუვა ეს ქვეყანა და იტყვის: ამათ გამო ვეჩხუბეთ რუსეთსო?

45 მილიონიანი ქვეყანა აღმოსავლეთ ფრონტზე მაქსიმუმ ერთ რუსულ დივიზიას ვერ უმკლავდება. უზარმაზარი სამხედრო მრეწველობა აქვს და იარაღს ამერიკას თხოვს.

ნეტავ ვცდებოდე და ამ ქვეყანას ვინმემ ან რამემ უშველოს – მიშა უშველის თუ გრიშა, ეს ჩემთვის მესამერისხოვანია.

შევარდნაძის ან მიშას სალანძღავად არ შემოვარდეთ ახლა.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი