ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგი**ნავ როჟას — გედევან ფოფხაძის გინება და დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარული სხდომა მთელი დღე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ, გინებასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. “ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგი**ნავ როჟას” — ეს სიტყვები დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ, სავარაუდოდ, ირაკლი დაჩი ბერაიას უთხრა.

კადრებში არ ჩანს, ვის უთხრა ეს სიტყვები ფოფხაძემ, რადგან დაპირისპირების დაწყების შემდეგ პარლამენტის კამერა მას არ უღებდა, თუმცა მანამდე ის სწორედ ბერაიას აგინებდა და ემუქრებოდა.

“დავბრიდავ მაგ ნაბი*ვარს და დასრულდება მაგით”, — ამბობდა ის.

კამათი ფოფხაძის იმ განცხადებას მოყვა, რომ უმრავლესობამ უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა საპატრიარქოსთან დაწყებული ბრძოლის გამო. ამის არგუმენტებად მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევა და მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი მოიყვანა.

პარლამენტის კადრებში ჩანს, რომ ფოფხაძესთან პოლემიკაში დაჩი ბერაია შედის, რაც ხელების შლაში და მანდატურების სამსახურის ჩართვაში გადაიზარდა.

ამ დროს პარლამენტში ისმის მიმართავა: “მაგათ ნდომებია კონსტიტუციის ჩაგდება”, რაზეც პასუხად ისმის გედევან ფოფხაძის ხმა: “ყ*ეზე მკიდია თქვენი კონსტიტუცია, გამოვიდეს გარეთ”.

ამის შემდეგ ფოფხაძემ დარბაზი მანდატურის სამსახურთან ერთად დატოვა.

ტელეკომპანია პირველის კადრები, რომლებშიც გინება ისმის, სავარაუდოდ, იმ დროს არის გადაღებული, როცა პარლამენტის კამერა ბერაიას კამათს იღებდა.


პოპულარული

თხის რქის პერიოდი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
"არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი წინააღმდეგია ამ ღონისძიების" - 20/30 იანელების საგანგებო განცხადება
რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური ინფორმაცია
ივანიშვილის შეტევა პატრიარქზე - "ოცნების" დეპუტატმა უმრავლესობა სკანდალური განცხადებით დატოვა
დაწერე კომენტარი