“ყველა ქვეყანამ, რომელმაც შეძლო ეს ვირუსი მეტ-ნაკლებად მოეთვინიერებინა სწრაფი და მასობრივი ტესტირების გზას მიმართა” – ეკა კვესიტაძე

ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მის თქმით, კორონა ვირუსის პანდემიის გასამკლავებლად აუცილებელია მასობრივი და სწრაფი ტესტირება.

“ყველა ქვეყანამ, რომელმაც შეძლო ეს ვირუსი მეტ-ნაკლებად მოეთვინიერებინა და ეკონტროლებინა, თავიდანვე სწრაფი და მასობრივი ტესტირების გზას მიმართა – ტესტი, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი, არის ერთადერთი გზა, რითაც ამ ვირუსის სწრაფი გავრცელება, შესაბამისად, კატასტროფის თავიდან აცილება შეიძლება. და რა ვიცით დღეს ამ ტესტებზე! ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ჩინეთიდან ჩამოტანილი ტესტების იმედი უნდა გვქონოდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ტესტები უვარგისია. ჯერ კიდევ როდის დაიწყეს ექიმებმა სწრაფი ტესტების შემოტანის ნებართვის მოთხოვნა ამ მთავრობისგან.. ანუ პიკის დაწყების წინ ვართ სწრაფი ტესტების გარეშე? ეს არის დღეს მთავარი კითხვა და ამ კითხვაზე უნდა მიიღოთ ძალიან მკაფიო პასუხი. პ.ს. ვაშაძეზე ღლიცინი მარტივია” – წერს ეკა კვესიტაძე.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი