ყველა ერთიანი პოზიცია აქვს – პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა – ეკა ბესელია ოპოზიციის გეგმებზე

ეკა ბესელია

“ლეიბორისტულ პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ლიდერების პოზიციები ერთიანია.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ამბობს, რომ აუცილებელია, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა, როგორ წარიმართება ქვეყანაში მოვლენები, ბიძინა ივანიშვილის არჩევანზეა დამოკიდებული.

“ყველას ერთიანი პოზიცია აქვს – პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ძალაში რჩება. არ შეიძლება შეგუება იმის, ახლა რაც ხდება. ეს არის ღია გამოწვევა ხალხის და ამაზე პასუხი არის ჩვენი ყველასი ერთიანი პოზიცია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამის გარეშე არჩევნების ჩატარება იქნება დაცინვა ყველაფრის და აბუჩად აგდება და ყველა დანაპირების ფეხქვეშ გათელვა. უნდა გვქონდეს ამაზე ერთიანი პოზიცია და ამაზე შევჯერდით და ყველა შემდეგი ნაბიჯი, რომელიც დაიგეგმება და გაცხადდება იქნება მიმართული იქით, რომ მივაღწიოთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებით მოხდეს საბოლოოდ ხელისუფლების შეცვლა,” – აცხადებს ეკა ბესელია. 

პოპულარული

ჩხრეკა არასამთავრობოების ოფისებში - ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება
აქციის დასრულების შემდეგ ტვ "პირველის" გადამღებ ჯგუფს "ოცნების" მხარდამჭერებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
ივანიშვილს მიტინგზე გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილი და რუსული ოკუპაცია არ უხსენებია
პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს - კახა კალაძე
"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი