“ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!” – ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

– ხომ იცი, რატომაც აგარჩიე? ხომ იცი, გაკვირდებოდი, კაი ხანს! აღარავის ვენდობი! ისეთ ადამიანს ვეძებდი, ვინც ცალმხრივად არ შეხედავდა ჩემს ამბავს.  – ასე იწყებს საუბარს ჩემთან ზაზა სარალიძე დაუხმოდ ვუქნევ თავს.

კითხვა თითქმის არ დამისვამს, ან, რა კითხვა უნდა დამესვა ადამიანისთვის, რომელიც საათობით საუბრობდა, ტანჯვისგან და დარდისგან გამომშრალი!

«- ყველაფერს მოგიყვები, რაც 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე გადამხდა, ეს იქნება ჩემი აღსარება. ნაწილისდაბეჭდვას შეძლებ, ნაწილის ვერა, მაგრამ გეცოდინება და ოდესმე დადგება დრო და გამოიყენებ.» – მეუბნება ზაზასარალიძე.

ეს არ იყო ინტერვიუ, ეს მონოლოგიც არ იყო, დამპირდა, რომ აღსარებას იტყოდა და მართლაც გული ამოიღო დადამიდო.

დიდი ისტორიაა და ნაწილ-ნაწილ მოგიყვებით, ყოველი ნაწილის დაწერა მიჭირს.

არასოდეს არავისი აღსარება მომისმენია!

მით უფრო კაცის, რომელსაც შვილი მოუკლეს, მერე მკვდარი შვილი ულანძღეს, მერე სამართალი ახვეწნინეს, მერექოცებმა – ნაცებისთვის სულის მიყიდვა დააბრალეს და ნაცებმა ქოცებისთვის შვილის სისხლის მიყიდვა.

უყურებ, უსმენ და არც მიყიდულის ეტყობა რამე, არც გაყიდულის…

არ ვიცი, რამდენი ნაწილი გამოვა, ვფიქრობ, კიდევ სამი. ერთ ნაწილში, «ქართული ოცნების» დაშვებულშეცდომებზე ვისაუბრებ!

მეორე ნაწილში, «ნაციონალების», ზოგადად ოპოზიციის დაშვებულ შეცდომებზე!

მესამე ნაწილში, გამოძიების დაშვებულ შეცდომებზე!

დღეს ვაპირებდი გამოძიების დაშვებულ შეცდომებზე საუბარს და გადავიფიქრე, დღეს დათუნა სარალიძეზე, მარიამსარალიძეზე და მის ოჯახზე დავწერ.

ზაზა სარალიძე, აღსარება, ნაწილი პირველი:

«- ბავშვობიდან თბილი და მოსიყვარულე იყო. მაგრამ, რაკი ბიჭი იყო, თან ტანად დიდი და დიდი ძალის პატრონი, რაღაც პერიოდი სიმკაცრეს ვიჩენდი. არასოდეს შემწინააღმდეგებია, არასოდეს უთქვამს საყვედური და ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი.

ერთხელ, დედამისისთვის უთქვამს, მამა ვეღარ მიგებსო. მეტი არაფერი, მარტო ეს ფრაზა – მამა ვეღარ მიგებს დამივხვდი, ე.ი. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი.

საერთოდ, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ, პირველ რიგში საკუთარი თავით უნდა დაიწყო, საკუთარი თავი უნდაგაზარდო, საკუთარ თავზე უნდა იმუშავო. დავიწყე ფიქრი, რას ვაკეთებ არასწორად და გადავწყვიტე, მამა დამეგობარი ვყოფილიყავი ერთად. ვსაუბრობდით, ვუყვებოდი, მიყვებოდა, განვიხილავდით.

ერთადერთი რაზეც სულ ვკამათობდით და ვერ ვთანხმდებოდით, ეს იყო ის, რომ ყოველთვის, ყველას დაცვასცდილობდა, იცნობდა, არ იცნობდა, სულ ერთი იყო, ხედავდა, ვინმეს ჩაგრავდნენ? აუცილებლად უნდა დაეცვა.

ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა, მარტო მისულიყო ყველას დასაცავად, აქ ქუთაისი არ გეგონოს, შვილო, აქ დიდიქალაქია, ისე გაგიყრიან დანას, არც დაფიქრდებიან-მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ, არ ესმოდა. ეს იყო ერთადერთი, რაშიც არ მიჯერებდა. არ მიჯერებდა კი არა – ვერ მიჯერებდა. ვერ იგებდა, როგორ შეიძლებოდა, სუსტი არ დაეცვა.

თორემ, დათუნა უკონფლიქტო ადამიანი იყო, თავად კონფლიქტი არ მოუვიდოდა!

არ ვიცი, გული უგრძნობდა, ალბათ, დანის ეშინოდა, ვერ ეკარებოდა დანას. კარტოფილს მარიამს ათლევინებდა დააჭრევინებდა და მერე წვავდა!»

მიყვება ამას და ისეთი გაკვირვებული სახით და ხმით ამბობს, მარიამს ათლევინებდა და აჭრევინებდაკარტოფილსო, ვხვდები, რომ ბევრს რამეს მარტო აკეთებდა, სხვა სწრაფად მოსამზადებელ კერძებს, საკუთარიხელით ამზადებდა.

მთელი იმ ექვსი საათის მანძილზე, რაც იქ დავყავი, მეორე ოთახში და დერეფანში, რამდენიმე ბიჭი მიდი-მოდიოდა. ვგრძნობდი, ინტერესი კლავდათ, რას მეუბნებოდა, რამე ახალი ხომ არ იყო და ზოგჯერ ისენერვიულად სცემდნენ ბოლთას, თითქოს ზაზას ნერვიულობას და ცრემლს კედლის მეორე მხრიდანგრძნობდნენ.

ზაზა სარალიძე:

«- ყველა დღე მოდიან! ყველა დღე, ასე საათობით რჩებიან ჩვენთან, თუ ვერ მოახერხებენ დიდხანს დარჩენას, ცოტახნით მაინც შემოირბენენ, რომ არ დაგვხედონ, გამორიცხულია!

-კლასელები არიან?

– არა, უბნელები! იმ დღეს ამათაც უნდოდათ ხორავას ქუჩაზე წასვლა და ესენი რომ წასულიყვნენ არაფერიმოხდებოდა, მაგრამ დათუნას ერთ მეგობარს გაუჩერებია, არ ხართ საჭირო, არაფერი არ ხდება, პატარა სასაუბროადა დავიშლებითო!

ახლა ის ბავშვიც მაგრად განიცდის, რომ არ წაიყვანა ესენი, ესენი ხომ განიცდიან და განიცდიან.

იმ დღეს, მხოლოდ დათუნა და ლევანი არ მოუკლავთ, უამრავ ახალგაზრდას დაუმახინჯეს ცხოვრება!

ის ბიჭი, ვინც დათუნას მეგობრები და უბნელები არ წაიყვანა ხორავას ქუჩაზე, ამ ამბავს ვერასოდეს მოინელებს. მინდოდა მისი ნახვაც, მინდოდა მეკითხა, რატომ იყო დარწმუნებული, რომ არაფერი მოხდებოდა და საჩხუბარიარაფერი იყო, მაგრამ, მამამისი შემხვდა და ძალიან ცუდადააო მითხრა. სახლიდან თითქმის არ გამოდისო დამესმის. რთულია, იმის ცოდნა, რომ შეგეძლო მეგობრის გადარჩენა და რთულია იმის ცოდნა, რომ მეგობრებსდაუშალე მისვლა.

ეს ამბავი ამით არ დასრულდება!

ამის მეშინია ზუსტად, რომ ეს ტრაგედია ამით არ დასრულდება!

ბავშვებს მე ვაჩერებ, ყოველ დღე ვესაუბრები, ყოველ დღე მომყავს მაგალითები ბიბლიიდან!

პატრიარქთან შეხვედრები ძალიან მშველის!

იმდენადაც კი, რომ ჩემთვის, პირადად ჩემთვის უკვე სულ ერთია, მკვლელებს დაიჭერენ, თუ არა, მე უკვე ვაპატიე, მე ახლა მხოლოდ ჩემი შვილის სულზე ვფიქრობ და მხოლოდ მარიამზე, რომელმაც ძმასთან ერთად, მამაც დაკარგაამ წლების მანძილზე.

მაგრამ, ამ ბიჭებმა არ აპატჰიეს.

არ ვიცი, რა იქნება, როცა გავა დრო და დათუნას მკვლელები ციხიდან გამოვლენ და შემთხვევით, დათუნასმეგობრებს შეხვდებიან სადმე!

ციხეში ვინც ზის – იმას კიდევ შეიძლება აპატიონ, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ? ვის წინააღმდეგაც ყველასამხილი გააქრეს? ვისი სახელიც იციან? იმას რა ელის?

სანამ კალანდიას დაიჭერდნენ, კალანდიას დედმამიშვილები მეფიქრებოდნენ. არ იყო გამორიცხული, დათუნასმკვლელობისთვის, კალანდიას დედმამიშვილზე ეძიათ შური! გამორიცხული არ იყო კი არა, ზუსტად ვიცი, ასემოხდებოდა და არ მკითხოთ, საიდან ვიცი.

ამიტომ უფრო მინდოდა დაეჭირათ მკვლელები!

არაერთხელ ავუხსენი და მოვუყევი ეს პროკურატურასაც და შსს-ს თანამშრომლებსაც!

ახლა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ისაა, ის რომელიც არ დასჯილა კი არა, ყველა სამხილი გააქრეს!

არ გამოვა ასე! არ დასრულდება ეს ტრაგედია ასე, კიდევ მოჰყვება სისხლი, თუ ყველა დამნაშავე არ დაისჯება!

თვალებში მიყურებენ ბიჭები, რომლებთანაც პატრიარქიდან წამოღებული ნუგეშის სიტყვები მომაქვს, ვესაუბრებისამართლიანობაზე და სანამ იციან, რომ ვზივარ, ვსუნთქავ და სამართალს ველოდები – ჩემთან ერთად ელოდებიან!

ღმერთმა არ ჰქნას, მაგრამ მეშინია, ერთ დღესაც, ჩემს თვალებში სამართლის მოლოდინის დასასრული რომდაინახონ, ღმერთმა არ ჰქნას სამართლიანობის იმედი დაკარგონ, ღმერთმა არ ჰქნას, მანამდე მოვკვდე, სანამსამართლიანობა აღდგება, არ ვიცი, ვინ და რა დააკავებს დათუნას მეგობრებს, ახლობლებს, იმ ხალხს, ვინცდათუნას უყვარდა, ინ ხალხს, ვისაც დათუნა დახმარებია – არ არიან ცოტანი, ბევრნი არიან და თივის ზვინში, ნემსის პოვნაზე უფრო რთული იქნება იმის პოვნა, რომელმა აიღო თავზე ხელი, რომელმა ვეღარ გაუძლო ლოდინს!

მე ვიცი, ყველა ის ბიჭი, რომელმაც ჩემს შვილს დანა დაარტყა, უკვე დასჯილია! საკუთარ თავთან არიან დასჯილნი.

ვიცი, სანამ სამართალი ბოლომდე არ აღდგება, არც დაკავებულები არიან დაზღვეულნი ციხეში, არც მკვლელებისოჯახის წევრები.

არ მინდა, დათუნას სახელს კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა დაუკავშირდეს, არც ახლა და არც 25 წლის მერე!

ჩემი მთავარი მიზანი ესაა!

თორემ, მე პატრიარქის დახმარებით მივუახლოვდი უფალს და შევძელი პატიება!

ველოდები ახლა სასამართლო პროცესებს, რომლებიც კიდევ ექვს თვეს გასტანს.

ველოდები მესამე მკვლელის დაჭერას!

მაგრამ – ჯერ იქნება სკოლა – რომელმაც გაიმეტა ჩემი შვილი! რომელმაც ხმა არ გაიღო, როცა ჩემს შვილს მიწაშიატრიალებდნენ! მანდატურიდან დაწყებული, დირექტორით დამთავრებული.

მე ველოდი!

ველოდი, თავად მიხვდებოდნენ, თავად აიღებდნენ პასუხისმგებლობას! ველოდი, გამოძიება მივიდოდა იქამდე! ველოდი განათლების მინისტრის ნაბიჯებს. ველოდი, დათუნას კლასი როდის დაამთავრებდა სკოლას!

მართალია, დათუნას კლასელებმა პირველი ჩვენების შემდეგ, ერთხმად, შეცვალეს ჩვენებები, მართალია ერთხელაცარ მოსულან ჩვენთან სასაუბროდ, მეტიც, როცა თქვეს, რომ ბოლო ზარზე დათუნას საფლავზე მოვიდოდნენ, გავემზადეთ, მოვედით და არ მოსულან!

დირექტორსაც და მასწავლებლებსაც ველოდით ბოლო ზარის დღეს სასაფლაოზე, ვიცოდით, რომ ისინიც უნდამოსულიყვნენ! მაგრამ – არავინ მოსულა!

ჩვენ მთელი დღე იქ გავატარეთ ლოდინში და არ მოსულან და ჩუმად თუ დადიან, არ ვიცი!

ფაქტი არის ერთი, ქალაქელებმა, მდიდარი ოჯახების შვილებმა, გაიმეტეს ჩემი სოფლელი ბიჭი, ჩემი მკვდარი ბიჭიდა თავისნაირები, ცოცხლები არჩიეს დათუნას!

მიუხედავად ამისა, მე არ მაქვს მათ მიმართ ბრაზი – ვიცი, რა რთულია იმით ცხოვრება, რითი ცხოვრებაც მოუწევთ, უთქმელი სათქმელი გულში ჩატოვებით უნდა იცხოვრონ მთელი ცხოვრება, იმით უნდა იცხოვრონ, რაც გულშიჩაიტოვეს და არ თქვეს და ეს ძალიან მძიმეა. ძალიან მძიმე ტვირთი აკიდეს ამ ახალგაზრდებს, მოუშორებელი, გაუნელებელი ტვირთი!

ჩემი ოჯახი ახლა უფრო მძიმე დღეშია, ვიდრე ოდესმე. რას ისმენს ჩემი ქალიშვილი? ისმენს, როგორ გვაფურთხებენდა გვლანძღავენ, წლებია ლანძღვას ისმენს ჩემი ოჯახი!

ჯერ ოცნება მლანძღავდა, მერე ნაცები!

მე და ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი და ჩემი მკვდარი შვილი ვინც ლანძღა, ვუყურებ და ყველა საფუხურივით მიჰყვებაერთმანეთს, ყველას დრო დადგება, ყველას გადაუხდის ცხოვრება!

ორი ტელეფონი დავამტვრიე, ორი ტელეფონი გავტეხე, როცა ვერ გავუძელი იმდენ ტყუილს, სიბილწეს, ბოროტებას, სისაძაგლეს, რასაც ჩემი ოჯახის მიმართ ავრცელებდნენ

ახლა მაინც!

რომელს აღარ ვყავართ ნალანძღი?

ვინც მტრობდა მეგონა, იმან ხომ მლანძღა და ვინც მემეგობრებოდა მეგონა, იმანაც გამიმეტა!

მეკითხება მარიამი – რატომ გვლანძღავენ ასე დაუნდობლად და პასუხი არ მაქვს!

მეკითხება მარიამი, რატომ გვლანძღავს ის ხალხიც კი, ვინც გვემეგობრებოდა და პასუხი არ მაქვს!

აღარ უნდა მარიამს ამ ხალხში, ამ ქვეყანაში ცხოვრება, ვეღარ უძლებს და არც ამაზე მაქვს პასუხი!

წასვლა უნდა მარიამს ამ ქვეყნიდან და რომ დავუშალო, რა ვუთხრა, სად დარჩეს, ვის ენდოს? როგორ იცხოვროსამდენ ბოროტებაში, როგორ იცხოვროს ამდენ სიბინძურეში სიყვარულით!

მარიამმაც დედას უთხრა, მარიამიც დედას გაენდო, ერთხელაც, კიდევ ერთი ტკივილი როცა მოგვაყენეს, ამოთქვა: – ეგ ერთი შვილი გყავდათ? მხოლოდ დათუნა იყო თქვენი შვილიო?

და ისევ მივხვდი, რომ რაღაცას ე.ი. არასწორად ვაკეთებ, არ ვუთმობ იმ დროს, რაც სჭირდება და ეკუთვნის, ალბათ, ვეღარ ვუწევ ისეთ მამობას, როგორსაც იმსახურებს, ალბათ და ისევ ვცდილობ ძალა ვიპოვნო და შევიცვალი, რათამარიამი არ გავაბოროტო, მარიამის გულში სიძულვილის ადგილი არ დავტოვო!

მე, მე მართლა ვაპატიე ყველას!

ჩემთვის სულ ერთი არაა აწი, ციხეში იჯდებიან ჩემი შვილის მკვლელები, თუ გარეთ?

გამიცოცხლებს ეს შვილს?»

ხატებთან მივიდა, გაიღიმა და ხელი ხატისკენ და ბიბლიისკენ გაიშვირა:

«ესენი სუბელიანმა მოიტანა! მე სახლში არ ვიყავი.

მოსულა, სამძიმარი უთქვამს და დაუტოვებია!

სასამართლოზე, პროცესი რომ დასრულდა, მოვიდა და მითხრა, ეტყობა, ჩემი შვილის გაზრდაში შეცდომადავუშვიო!

ვიცი, მისი ტვირთიც მძიმეა!

ყველას ტვირთი მძიმეა, ვისაც დანაშაული აწევს სულში!

პატრიარქს მოვუყევი, რომ მოსული იყო და ხატი და ბიბლია მოიტანა, ვკითხე, დამეტოვებინა, თუ არა!

გაიღიმა და მითხრა, უნდა დაიტოვოო!

ახლა მეც ვიცი, რატომ გაიღიმა!

მაშინ ვერ მივხვდი, მაშინ არ ვიყავი ღმერთთან ისე ახლოს, როგორც დღეს!»

აქ სრულდება პირველი ნაწილი!

შემდეგ ნაწილებში იცით, რაზეც ვისაუბრებ, ან, იქნებ არც იცით!

მე კიდევ ერთი ადამიანის ინტერვიუს ველოდები, დათუნას კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის ინტერვიუს დავნახოთ.

და ბოლოს, მინდა ვუთხრა მარიამს, არ ჰყავთ მის მშობლებს ერთი შვილი, ორი შვილი ჰყავთ და იმაყოს მამით, რომელიც ვერაფერმა გატეხა, იამაყოს ძმით, რომელიც ყველა დაჩაგრულის დასაცავად დაუფიქრებლად იწევდადა ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს და დამელაპარაკოს, უნდა მეგობრულად, უნდა საიდუმლოდ, უნდა – ქვეყნის გასაგონად!

პ.ს. და მივმართავ ხორავას ქუჩის მაცხოვრებლებს, მაგ ეზოდან რამდენიმე ოჯახმა სარალიძეს ნახვა სთხოვა, თუმცა სათქმელის თქმა მერე გადაიფიქრა. მომწერეთ, არც ერთ თქვენგანს არ გაგთქვამთ, ჯერ არც ერთირესპონდენტი არ გამითქვამს! ნუ ჩაიტოვებთ გულში საიდუმლოს, რომლის გამხელაც გინდოდათ, ნუ გაწირავთსულს ამ ტვირთისთვის!

იგივეს ვთხოვ კლასელებსაც!

და ბოლოს, მივმართავ იმ ორ გოგოს, რომელიც მკვლელობის ადგილზე იყო და არსად ჩანან. თქვენმა ნათქვამმასიტყვებმა შესაძლოა საუკუნის ტრაგედიას მოჰფინოს ნათელი. დაგვიკავშირდით, ჩვენ მაინც დაგვიკავშირდით, თუ ოჯახთან დაკავშირებას ვერ ბედავთ, თუ პოლიციაში არ გაწერინებენ ჩვენებას!

555 46 08 04 ჩემი ნომერია.

 (გაგრძელება შემდეგ კვირას)

„ალია“ #25, თამო კეშელავა

პოპულარული

„ადეიშვილი მომიცუცქდა, ყურში მეუბნება - შენ ეცეკვე ჩემს მაგივრად... ყველაფერს გაპატიებო...“ - კობა სუბელიანი ადეიშვილის „ბოლო ქორწილის“ ამბავს იხსენებს
პრეზიდენტის მორიგი სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ნარკორეალიზატორი შეიწყალა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი