ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული – კახა კალაძე

მეტროპოლიტენის მუშაობის განახლებას დედაქალაქის მერი თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კახა კალაძემ გაფიცულ მემანქანეებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, 2019 წლიდან მერია მემანქანეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობას დაიწყებს.

„შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად იმ არსებულ მდგომარეობაზე ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული კიდევ ერთხელ ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ მოვისმინეთ მათი მხრიდან არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ მემანქანეებს და შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო პირობები მათთვის იყოს გაუმჯობესებული,“- განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი