„ავ ხალხთან შეხვედრა და ნერვების დაგლეჯა მომენატრა – ყველაფერი საშინელი და ცუდი ჯანმრთელობისთვის მენატრება“ – გიორგი კეკელიძე

კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ექიმებს მიმართავს. კეკელიძე წერს, რომ ავ ხალხთან შეხვედრა და ნერვების დაგლეჯა მოენატრა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს სოფელში წიგნების ჩატანა და უკან წამოსვლისას უსასტიკესი ჭაჭის დალევაც ენატრება.

„ძვირფასო ექიმო!
შუაღამემდე მუშაობა და დილით ძილნაკლულს გაღვიძება მომენატრა.
წამოხტომა და ნახევარი ნაჭერი პურის ჭამა.
ავ ხალხთან შეხვედრა და ნერვების დაგლეჯა მომენატრა.
რომელიღაც სოფელში უსადილოდ გაქცევა და ფილარმონიასთან საშინელი საცობი მომენატრა – იმ საცობიდან ვიღაცის გამოყოფა და ავტობუსის ხაზზე გადასვლა. გინების გაგზავნა და დაბრუნება მისთვის და მისგან.
გზაზე ფანჯრის მინების ჩამოწევა და გაცივება მომენატრა.
მერე სოფელში წიგნების ჩატანა ხომ, მაგრამ უკან წამოსვლისას უსასტიკესი ჭაჭის დალევა და კუჭის ატკივება მომენატრა.
ყველაფერი საშინელი და ცუდი მომენატრა ჯანმრთელობისთვის.
სიცოცხლე მომენატრა ანუ.
შენი არც ისე მორჩილი“, – წერს კეკელიძე.

loading...

პოპულარული

ხელისუფლების მიერ "ხელოვნურად შექმნილი ბარიერი"- ქუთაისელები ხელისუფლებას დახმარების შერჩევით გაცემაში ადანაშაულებენ
რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიაზე და უკანონო ბორდერიზაცია - აშშ-ის სალეჩოს სპეციალური განცხადება
საქართველოში უკვე ინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა
ხელისუფლება კომუნალური გადასახადების დაფარვახზე უარს ამბობს, ბუნდოვანია სესხების გადავადების საკითხიც - ექსპერტები გახარიას კრიზისული გეგმის შემუშავებას ურჩევენ
ამომრჩევლის მოსყიდვის მეორე სერია? - "ივანიშვილის გუნდი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებს წინასაარჩევნოდ გააუქმებს"
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი