ყველას შერცხვეს, ვინც ერთი ადამიანის ტრაგედია პოლიციის შეურაცხყოფად გარდაქმნა! – თეა პერტაია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნუცუბიძეზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

 

„აი, ესეც – ექსპერტიზის საკრალური დასკვნა, რომლიც ლაკმუსის ქაღალდი უნდა იყოს მავანთათვის… ყველას შერცხვეს, ვინც ის პოლიციელები, მათ შორის, სამი შვილის მამა, კეთილშობილი და პატიოსანი პიროვნება, მკვლელად მოიხსენია, ლინჩის სასამართლო გაუმართა და ცოცხლად ასჯერ მოკლა…

გიფიქრიათ, რას განიცდიდნენ ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებთან სჯეროდათ, რომ იმ დღეს სხვების დასახმარებლად წავიდნენ და „მკვლელებად” დააბრუნეს…

ყველას შერცხვეს, ვინც ერთი ადამიანის ტრაგედია პოლიციის შეურაცხყოფად და ტრაგედიად გარდაქმნა, ზოგმა – საკუთარი ვიწრო მერკანტილური ინტერესების გამო, ზოგმა – რისთვის და ზოგმა, უბრალოდ, უცოდინრობით…

ამას ვწერ, როგორც ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და მხოლოდ ერთი იდეით – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!” – წერს პერტაია.

შემთხვევა ნუცუბიძის ფერდობზე 25 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა. შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. „შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი