“ყველას ბოდიშს გიხდით ვისაც გული გატკინეთო, ეს თქვა და გადახტა” – თვითმხილველი მეტროში მომხდარ შემთხვევაზე (ვიდეო)

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” – მამაკაცი რელსებში მაჩინ ჩავარდა, როცა მატარებელი მოდიოდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
“კაცმა თვითმკვლელობა სცადა, მატარებელი მოდიოდა და ჩაუხტა. ჯოხი და ჩანთა ჰქონდა, მან თქვა, ყველას ბოდიშს გიხდით ვისაც გული გატკინეთ ეს თქვა და გადახტა, მან თვითმკვლელობა სცადა” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.დაშავებული ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დაწერე კომენტარი