„ყველანი მეზიზღებით! განსაკუთრებით ის, ვინც ჩემი ნათლია იყო!“ – სასტიკად მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი

თბილისში სადისტურად მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს.

ანა ცხადაძე მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილს მიმართავს და მამის სიყვარულზე წერს:

„ცხოვრებაში არავისზე მითქვამს, მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი „ნათლია“ იყო.

ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ. უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს. მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა. შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებ, რაშიც უნდა დაგჭირდეს, შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა, მრცხვენია. მრცხვენია საერთოდ, რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით, ახლა რასაც ვერ გიკეთებს, მერე გაგიკეთებსო. ისეთი რაღაც გამიკეთა, რომ გული მომიკლა. მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ, ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ, ხელი დააფაროთ. მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ, თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ“, _ წერს სადისტურად მოკლული 36 წლის ნოდარ ცხადაძის შვილი, ანა ცხადაძე.

შეგახსენებთ: 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი 2-დღიანი ძებნის შემდეგ თბილისის ზღვაზე 11 ნოემბერს იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მისი ბავშვობის მეგობარი, ბექა კვციანია დაკავებული, რომელიც ანა ცხადაძის ნათლია გახლდათ.  

loading...

პოპულარული

"აღელვება" თუ არაკომპეტენტურობა: რა განსხვავებაა სწრაფსა და დაჩქარებულ ტესტებს შორის და რომელს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაკეტილ რეგიონებში
5 ახალი ინფიცირებული რამდენიმე საათში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
''ოთხი შვილი შოშიებივით შემომყურებენ როდის მივუტუან საჭმელს..მიწა მოგვაყარეს, ცოცხლად დაგვმარხეს'' -COVID-19 -ის გამო სოციალურად დაუცველებს, მთვრობამ ყოველთვიური შემოსავალი შეუწყვიტა
''ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა'' - მარინა ეზუგბაია
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
სამხრეთ კორეა კორონავირუსს ამარცხებს- საავადმყოფოებში მოთავსებულ დაავადებულ პაციენტთა რიცხვს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაასწრო
მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში მოათავსეს
სასტიკი მკვლელობა გურჯაანში - მამამ 3 თვის შვილი მოკლა
დაწერე კომენტარი