“ყველაფერი იცის, თქვენს სიძესთან ერთად დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობთ, მუქარას არ გირჩევთ..” – ცუცქირიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევაზე

მერაბიშვილი, სარალიძე, კაკუბავა

Facebook მომხმარებელი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

შავი ჩაი ასკილით

ხორავას ქუჩის ტრაგედიამ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, ყოფილი პარლამენტარი ბორის კაკუბავა უკვე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება საჯაროდ კუპრავას, რადგან სწორედ ზვიადმა ახადა ფარდა იმ რეალობას რასაც ასე გულმოდგინებით ფარავდა პროკურატურა, კაკუბავას სიძე მირზა სუბელიანი ფლობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს და ეს კაკუბავამ კუპრავასთან პირად საუბარში არ უარყო, კადრების არსებობა კი ნიშნავს რომ ეს ფაქტი მოხდა! ამ გამოცანის ამოხსნის შემდეგ კაკუბავა გადავიდა პირად შურისძიებაზე კუპრავას მიმართ და მას დაპირდა რომ “სხვანაირად დაისჯება”
ბატონო ბორის!!! ამ საქმის სკანდალურობიდან გამომდინარე ყველამ ყველაფერი იცის, მიუხედავად იმისა რომ ასე დაჟინებით სცდილობდით თქვენს სიძესთან ერთად მიჩქმალვას ამ დანაშაულის! რაც თქვენს მუქარას შეეხება არ გირჩევთ ამაზე ფიქრსაც, რადგან ის ჭაობი რომელშიც თქვენ აღმოჩნდით უძიროა და ყოველგვარი თქვენი შერხევა უფრო ღრმად მიგაქანებთ!!!
და მაინც თუ გადაწყვეტთ ფიზიკურად გაუსწორდეთ კუპრავას ვფიქრობ არ გეყოფათ ადამიანური რესურსი რადგან არც ჩვენ ვკრეფთ გურიის იალაღებზე ჩაის!!!

 

იტვირთება…

პოპულარული

„ივანიშვილის დიდი თაღლითობა!“ - მიხეილ სააკაშვილი საქსტატის გაყალბებულ მონაცემებზე ვიდეომიმართვაში საუბრობს
24 მიზეზი, რომელიც ადასტურებს, რომ პრინცი ჰარი ყველაზე საყვარელი პრინცია (ვიდეო)
რატომ დამალა საპატრიარქომ 2008 წლის ომის დროს მსოფლიო პატრიარქის გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი