“ეს არის ყველაზე მოკლე გზა საქართველომ აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა” – ქუთელია რასმუსენის განცხადებაზე

ბათუ ქუთელია

“საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია რასმუსენის დღევანდელ განცხადებას მიესალმება.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა საქართველომ აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

“გაწევრიანების მექანიზმი იმ დაშვებით, რომ საქართველო თავისი სრული ტერიტორიებით გახდება ნატოს წევრი მაგრამ, მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკმაოდ დიდი ხანია განიხილება როგორც კულუარებში ასევე ჩვენს პარტნიორებთან და ანალიტიკურ პოლიტიკოსებთან ევროპაშიც და აშშ-იც. შარშან ამასთან დაკავშირებით, ჰერიტექის ფონდმა გამოაქვეყნა დიდი კვლევა, სადაც მოყვანილი იყო როგორც სამართლებრივი ასევე პოლიტიკური კონტექსტი ამ საკითხთან დაკავშირებით, განხილული იყო გერმანიის მაგალითი, რომელიც ნატო-ს წევრი გახდა თუმცა, ორად იყო გაყოფილი. მე პირადად ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი და სწორი საკმაოდ ეფექტური გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს მაქსიმალური გარანტიები გაწევრიანდეს უფრო მეტიც, ეს არის ყველაზე მოკლე გზა საქართველომ აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა” – განაცხადა ქუთელიამ.

პოპულარული

პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
მუქარა და 5 მილიონად შეფასებული ქონების წართმევა პროკურორის სახელით - გიორგი ბადაშვილი სკანდალში ეხვევა
ჩინეთი მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის- უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი