“ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა “

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს.

სალიას თქმით, ამ ეტაპზე ფინანსების მოძიების პროცესი მიმდინარეობს, ვინაიდან კომპანიის ანგარიშზე თანხები ფაქტობრივად არ არის და არსებული თანხა ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასისთვისაც არ არის საკმარისი.

სალია განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა, ქიბარ ხალვაში კომპანიის გაყიდვას არ აპირებს.

„არ დავადასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
დაწერე კომენტარი