(ვიდეო)ყბა ჩამომივარდა როცა ამას ვისმენდი,ჩემთვსი ეს წარმოუდგენელი იყო-ნიკა გვარამია

გახმაურებული “ციანიდის საქმის” ახალი დეტალები,დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებზე ნიკა გვარამია საუბრობს:

“დღეს დეკანოზი მამალაძე არის სრულიად აფსურდული პროცესის მონაწილე და  პროცესი არ არის შეჯიბრებითობითი.პროკურატურა და მისი მოწმეები საუბრობენ ყველაფერზე რაც მათ სურთ და დეკანოზი მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ საუბრობენ ვერაფერზე რაც მათ სურთ,იმიტომ რომ ხელი აქვთ მოწერილი სრულიად აფსურდულ კვაზისამართებლივ გაუთქმელობის ხელწერილზე,რომელიც ისეთ რანგში აიყვანა საქართველოს პროკურატურამ,რომ პრაქტიკულად ყველა საქმეში იყენებს.ეს არ არის სამართლიანი,ეს არ არის კონსტიტუციური  და მე მიხარია რომ ეს  გასაჩივრებულია ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში.მე თავს ვიკავებ რაღაც დეტალებზე საუბარზე მხოლოდ იმიტომ,რომ დეკანოზმა მამალაძემ მთხოვა და არა იმის გამო,რომ რაიმეზე მაქვს ხელი მოწერილი.მე არაფერზე ხელს არ მოვაწერ და ვისაუბრებ ყველაფერზე,პირდაპირ შემიძლია გითხრათ,თუ მე დეკანოზისგან ამ თანხმობას ვერ მივიღებ მე ჩამოვშორდები ამ საქმეს,დეკანოზი დამეთანხმა და მითხა,რომ ის ელოდება მეუფე გრიგოლთან კომუნიაკციას და ამის შემდეგ მე მექნება უფლება ყველაფერზე ვისაუბრო ღიად,მათ შორის სასაუბროდ უხერხულ საკითხებზე.მათი უმეტესობა ისეთია რომელზეც ჯერ საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. მე ყბა ჩამომივარდა როცა ამას ვისმენდი,ჩემთვსი ეს წარმოუდგენელი იყო და ეს არ გავს ტყუილს,ძალიან მაღალი მტკიცებულებითი ძალა აქვს ამ ადამიანის სიტყვებს..”.-ნიკა გვარამია.

loading…

პოპულარული

"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
მინდორში დატოვებულ სატვირთოში 157 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა
დაწერე კომენტარი