ყაჩაღობა ქუთაისთან – 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს

პოლიცია

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ “რიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში შეიჭრნენ და 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს.

მოხუცს ყაჩაღებმა ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მის საწამებლად უთო გამოიყენეს. შედეგად, დაზარალებულს სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა აქვს მიღებული.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

დაწერე კომენტარი