ყავის ხშირი სმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ყავა

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ სულ მცირე 3 ყავის ჭიქა სიკვდილის რისკს ამცირებს. შესაბამის კვლევას Eurekalert-ი ავრცელებს.

სპეციალისტები დაახლოებით 190 000 მოხალისეს აკვირდებოდნენ. მათ შორის იყვნენ თეთრკანიანები, იაპონური წარმოშობის ამერიკელები, ფერადკანიანები და ლათინოამერიკელები. კვლევის მონაწილეების ასაკი ექსპერიმენტის დასაწყისში, 45-დან 75-წლამდე მერყეობდა.

მთლიანობაში კვლევას 16 წელი ატარებდნენ, რომლის დასრულების დროსაც დაახლოებით 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 36% – გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან და 31% – სიმსივნისგან.

სქესის, ასაკის, ალკოჰოლის და თამბაქოს მიღების დოზისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინების შემდეგ, დაადგინეს, რომ ყავის ხშირი მიღების გამო, კაცების სიკვდილიანობის რისკმა 18%-ით, იკლო, ხოლო ქალებში – 8%-ით.

ეს შედეგი არ იყო დამოკიდებული იმაზე შეიცავდა სასმელი კოფეინს, თუ არა. “ყავა შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტს და ფენოლურ ნაერთებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კიბოს პრევენციაში”, – განმარტავენ მეცნიერები.

წყარო: Imedinews.ge

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი