“ღმერთმა მიწაზე იცხოვრა და მთავარ მცნებად სიყვარული დაასახელა… დღეს ეს მცმება მომხვეჭველობამ, ანგარებამ, ამპარტავნებამ ჩაანაცვლა…” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ნუ გეწყინება ადამიანების გულგრილობა და უყურადღებობა. დიდი ხანია, პიროვნული ფორმირება დაიკარგა და უმეტესად მხოლოდ ფიზიკური აგებულება დარჩა ადამიანის. შიგნით კი, ან აბსოლუტური სიცარიელე დარჩა, ან კიდევ მტაცებელი მხეცი შესახლდა, რომელიც სპობს და ანადგურებს სიმშვიდეს, უბრალოებას და სილამაზეს… ეს დასაწყისია… შეიძლება მეტი გაუცხოება, გათიშულობა დამკვიდრდეს, მაგრამ შენ თუ ყურადღებით იქნები, უფალი აუცილებლად შეგაძლებინებს, ადამიანობა შეინარჩუნო… კაცისმკვლელები, მოღალატეები, ცინიკოსები განღმრთობაზე გვესაუბრებიან და ის ავიწყდებათ, რომ ღმერთმა ადამიანის სახე მიიღო. ღმერთმაც მიწაზე იცხოვრა და მთავარ მცნებად სიყვარული დაასახელა… დღეს ეს მცმება მომხვეჭველობამ, პატივმოყვარეობამ, ანგარებამ, ამპარტავნებამ ჩაანაცვლა… ჰოდა, ნუ დარდობ, თუ გული გატკინეს… სადარდებელი იმას აქვს, ვისაც სხვისთვის ტკივილის მიყენება შეუძლია!..

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი