ღია კაფეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს – კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ღია კაფეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ასევე ფეხით გადაადგილებას უშლის ხელს. მისივე თქმით, მან ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, ღია კაფეების მეპატრონეებს საბუთების მოწესრიგებისკენ მოუწოდონ.

“მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს. ბოლო პერიოდში მედიით აქტიურად შუქდება ღია კაფე-ბარების თემა. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს და არქიტექტურის სამსახურს. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურს, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რომ მოაწესრიგონყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვამონ იერსახე. ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ქალაქზე ვზრუნავთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესრიგის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი