“ღვინის ქარხანა #1” “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” წევრი გახდა

ღვინის ქარხანა #1-ში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მიღება გაიმართა. მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მასმედიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგნლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიას და ამ ტეროტირიაზე რამდენიმე დღის წინ დაფიძნებული ორგანიზაციის “თავისუფლების ქარხანა” სამომავლო პროექტებს გაეცნენ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, მედიასთან განუმარტა, რომ “მსგავსი შეხვედრები მომგებიანია უცხოელი დიპლომატებისთვის. ისინი პირველწყაროსგან შეიტყობენ ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი საქართველოში. ასევე, იმ ბიზნესმენებისთვის ვისაც აინტერესებს უცხოელი პარტნიორები – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ. “ღვინის ქარხანა #1”, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, რიგით მეასე წევრი გახდა.

დაწერე კომენტარი