“ღარიბაშვილო და წულუკიანო…პირადად მოუწოდებთ ჟურნალისტების მკვლელობისკენ დიახ, მკვლელობისკენ – იმიტომ, რომ ეს ფაქტები ძალიან ცუდი ამბისკენ მიდის” – ვახო სანაია

წულუკიანი

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ღარიბაშვილო და წულუკიანო, ორი დღის წინ კინაღამ მანქანით დაეტაკნენ ჟურნალისტებს, როცა რესპონდენტს წერდნენ. დღეს წყალი გადაასხეს კორპუსიდან, როცა რესპონდენტს წერდნენ. აღარ ჩამოვთვლი, როგორ იქცევით თქვენ, როცა ძალადობრივი მოწოდებებით დაწყებული, მიკროფონის გატაცებითა და ქუჩაში პლაკატების გაკვრით გაგრძელებული, პირადად მოუწოდებთ ჟურნალისტების მკვლელობისკენ ყოველდღიურად. დიახ, მკვლელობისკენ – იმიტომ, რომ ეს ფაქტები ძალიან ცუდი ამბისკენ მიდის. კიდევ ვინმეს მოკლავთ, თუ ასე გაგრძელდა. გამაოგნებელია, რომ ლექსოს მკვლელობა არ გეყოთ. ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს. ვიღაცის შვილები, დედები, მამები, დები და ძმები არიან ! დაფიქრდით, რას აკეთებთ ! კიდევ მოკლავთ ვინმეს !” – წერს ვახო სანაია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი