ღარიბაშვილი: EU-ის კითხვარი შევსებულია, მას ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ერთად წარვადგენთ

ირაკლი ღარიბაშილი

cyc

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარი შევსებულია და მზად არის ევროკავშირის ელჩისთვის გადასაცემად. 

პრემიერმინისტრის თქმით, ასოცირებული ტრიო – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მას ერთად წარადგენენ. 

“საბოლოდ შევჯერდით და კითხვარი შევსებულია. უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტიანად. ყველა კითხვა გავლილი იქნა და დოკუმენტი მზადაა, რომ გადავცეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს და შემდეგ უკვე ბრიუსელში გაიგზავნება. მოლოდინი პოზიტიურია გვაქვს, ჩვენი მხრივ, ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ. რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება და ბოლომდე მივა. ასოცირებული ტრიო – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის. ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული და მინდა მათ მადლობა ვუთხრა ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი