ღარიბაშვილი: ვახო სანაიაზე თავდასხმაზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური

ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერია, პრემიერი გმობს ძალადობას და აცხადებს, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.

ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.

დაწერე კომენტარი