ქუჩის ისტორიები: კვანტალიანის ქუჩა

აკაკი კვანტალიანი

კვანტალიანის ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაიონში, კერძოდ ვაშლიჯვარში.

solva.ge

აკაკი (კაკო) ლუკას ძე კვანტალიანი (დ. 14 დეკემბერი/27 დეკემბერი, 1907, სამტრედია — გ. 27 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).

ბავშვობა „არათეატრალურ“ გარემოში გაატარა, თვითონ კი გატაცებული იყო იმიტაციით, იუმორისტული სცენების ჩვენებით და წარმოდგენის გამართვით. მშობლიურ ქალაქში ავიდა დრამწერის სცენაზე.

1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კორნელი (კალაძის „როგორ?“) ტიტიკო (გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ხახული (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლეპორელო (პუშკინის „ქვის სტუმარი“), ნიკიფორე (ბარათაშვილის „მარინე“), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), ქერუბინო (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ალფრედ დულიტლი (შოუს „პიგმალიონი“), ზემლიანიკა (გოგოლის „რევიზორი“), ლოპიანე (კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“) და სხვა. გადაიღეს ფილმებში:„უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „ქალი ხიდობნიდან“, „აბეზარა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

loading…

პოპულარული

"მაპატიეთ... ყველაფერი კარგად იქნება" - მაია ასათიანი მაყურებელს მიმართავს
"სიტყვა ინტიმი სულაც არ არის სალანძღავი, საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია"- შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
„სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი“ - გიორგი კვირიკაშვილი
„ყელი გამოჭრა... 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გააკეთე კომენტარი!