ქუჩის ისტორიები: კელაპტრიშვილის ქუჩა

ომარ კელაპტრიშვილი

კელაპტრიშვილის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში.

შავი ჩაი ასკილით

ომარ კელაპტრიშვილი დაიბადა სოფელ კავთისხევში, კასპის რაიონში 1943 წლის 1 იანვარს.

დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის თბილისის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელი 1964 წელს(ხალხურ საკრავთა განყოფილება).

1971–1972წწ. სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფლეიტის კლასი); მან რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროსა და I ხარისხის მედალი დაიმსახურა; ანსამბლ “რუსთავის დაარსებიდან”, მისი ღირსეული და უცვლელი წევრი, ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი იყო; სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ქართველ და სხვა კომპოზიტორთა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები; მას ყველგან ვირტუოზი შემსრულებლის სახელით ამკობდნენ; მან დააარსა ანსამბლი “იავნანა”, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად “კელაპტარი” დაერქვა; მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს; მას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში, მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა მთელი მსოფლიო მოიარა; საერთაშორისო ფესტივალების(1970, ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1980, 1990, ქ. კიოლნი, გერმანია) ლაურეატი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი; მის პატივსაცემად კავთისხევის საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა; თბილისში, საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, აქვე აღმართულია ბიუსტი.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, თბილისი.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი