ქუჩის ისტორიები: კალოუბნის ქუჩა

კალოუბნის ეკლესია

კალოუბნის ქუჩა მდებარეობს სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში.

კაცის მოსაცმელი

კალოუბანიკალობანი — თბილისის ისტორიული გარეუბნის ერთ-ერთი მიკროუბანი, ასე ეწოდებოდა თბილისის იმ ტერიტორიას, რომელიც ყოფილი პიონერთა სასახლისა და ისტორიის მუზეუმის ირგვლივაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს ლეგენდას, რომლის მიხედვითაც, კალოზე, თემურ-ლენგის შემოსევისას, ბავშვები გაუთელავთ ცხენებით; ზოგიერთის აზრით კი ეს სახელი, ეს სიტყვა „კალაუბნიდან,” ანუ, „კალას უბნიდან” არის ნაწარმოები. პლატონ იოსელიანი ამ დასახლებას სხვაგვარად განმარტავს: კალოუბნის ეკლესია უწინ მცხეთაშიც ყოფილა. იქ მოთავსებულ ხატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ ეკლესია იმ ადგილზე იდგა, რომელიც მეფის კალოს ეკავა. კალოუბნის სახელწოდება სხვაგანაც ყოფილა. ასე რომ, თბილისის უბნისა და ეკლესიის დასახელება ძველად იმ მიდამოებში განლაგებული კალოებისგან უნდა მოდიოდეს. კალოუბანში (ახლანდელი კინოთეატრ „რუსთაველის“ ადგილას) იდგა ადრინდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის საყდარი.

იტვირთება…

პოპულარული

რამდენად საშიშია საკვერცხის კისტა - გინეკოლოგები გვაფრთხილებენ
უბედური შემთხვევა იაშვილის კლინიკაში - 2 წლის ბავშვის სხეულში დოლბანდის ჩარჩენის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო
"მომეცა საშუალება, რომ ამ თემაზე ღიად ვისაუბრო... ჩემი მეუღლე დარეკვასაც აპირებდა"- რატომ უპირისპირდება ირინა ბაირამაშვილი გიორგი ვარდოსანიძეს
სკანდალი: „ვინ იცის კიდევ რამდენს დაღუპავენ " - იაშვილის ქირურგებს 2 წლის ბავშვის მუცელში დოლბანდი დარჩათ, რის გამოც ღვიძლი დაულპა
დაწერე კომენტარი