ქუჩის ისტორიები: გ. კარტოზიას ქუჩა

კარტოზია

გ. კარტოზიას ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაიონში.

შავი ჩაი ასკილით

გივი ალექსანდრეს ძე კარტოზია (დ. 29 მარტი, 1929, ბათუმი — გ. 3 აპრილი, 1998, თბილისი) — ქართველისპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (79 კგ), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953).

1954 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952,1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის.

საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ , ღირსების, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ფილას ორდენებით.

loading…

პოპულარული

"ხარისხის არხის" პოპულარული წამყვანების დუეტი დაიშალა
"მომწონს საქართველოში ყოფნა"- რაზე ისაუბრა რობოტმა სოფიამ პრესკონფერენციაზე
ანუკი არეშიძემ ისევ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა 7 თვის ორსული დიზაინერი ოფიციალურ მიღებაზე (ფოტოები)
"სერავდნენ... ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, არც გამოუხედავთ ჩვენსკენ" - 22 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
დაწერე კომენტარი