ქუჩის ისტორიები: იაშვილის ქუჩა

პაოლო იაშვილი

იაშვილის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ სოლოლაკში.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი (დ. 29 ივნისი, 1894, გამოღმა არგვეთი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.

მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”.

1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ “კოლხიდაში”. 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ “ოქროს ვერძს”. ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის და ერენბურგს. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც ჩანს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს “თემში”, “მეგობარში”, “თეატრსა და ცხოვრებაში”, “კოლხიდაში” და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია კონსტანტინე ბალმონტს და უჩუქნია მისთვის “ვეფხისტყაოსანი”. პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს “ცისფერი ყანწების” ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.

პაოლო იაშვილი გულწრფელად მიემხრო საქართველოს გასაბჭოებას და დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „ახალ საქართველოს”. 1924 წელს ჭიათურაში დახვრიტეს მისი ძმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის. ამან მისი გაორება გამოიწვია. 1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.იაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავდა პარტიულ წრეებში, რომლებიც 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. თავად მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე.

ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე “იდეოლოგიური მავნებლობის” გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის “ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის “მოღალატებრივ საქმიანობაზე”. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ “ხალხის მტრისა და დივერსანტის” საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თვქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

loading…
გააკეთე კომენტარი!