ქუჩის ისტორიები: ზანდუკელის ქუჩა

მიხეილ ზანდუკელი

ზანდუკელის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ვერაზე.

მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი (დ. 14 ოქტომბერი, 1889, სოფ. არანისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1968, თბილისი) — ქართველიპედაგოგი, მეცნიერი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1909 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1913 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მისდევს პედაგოგიურ მოღვაწეობას. მას დიდი წვლილი მიუძღვის სწავლების პროცესების მეთოდიკის დახვეწაში, სასწავლო პროგრამებისა და სწავლების პროცესების გარდაქმნაში.

1921-1929 წლებში მიხეილ ზანდუკელი იყო თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის გამგე და ამავე დროს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. აქ შემუშავებული სწავლების ახალი მეთოდები ფარტოდ ინერგებოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგელებს გარეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ ზანდუკელი კითხულობდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს და ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თელავისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იგი სხვადასხვა დროს განაგებდა ახალი ქართული ლიტერატურის კათედრას, იყო ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი.

თაობებისათვის სამაგიდო წიგნად იქცა მიხეილ ზანდუკელის სამტომეული, რომელშიც საფუძვლიანადაა გაანალიზებული გასული საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარების საკითხები. ფუნდამენტური შრომები უძღვნა ავტორმა ვაჟა-ფშაველას, ილიას, შიო არაგვისპირელს, თერგდალეულთა შემოქმედებას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი სახელი მინიჭებული აქვს ქუჩას თბილისში, ვერაზე.

loading…

პოპულარული

„ოცნება“ გახლავთ გარანტი, რომ ტარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები - პრემიერი მესამე სექტორის კრიტიკას პასუხობს
"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი