ქუჩის ისტორიები: ქსოვრელის ქუჩა

ქსოვრელები

ქსოვრელის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში.

მედუდუკეთა ანსამბლები — დუდუკზე დამკვერელთა მუსიკალური კოლექტივები (დასტა). საქართველოში (უპირატესად თბილისში) აღმოსავლური საკრავის-დუდუკის შემოსვლასთან ერთად ჩამოყალიბდა (XVII ს.), განსაკუთრებით XIX საუკუნეში გავრცელდა და ძველ თბილისური ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა. 1936 წელს საქართველოს ფილარმონიასთან შეიქმნა მედუდუკეთა ანსაბლი (ხელმძღვანელი ხ. ტალგაუკოვი), რომელიც დამოუკიდებლადაც გამოდიოდა და თანხლებასაც უწევდა ცნობილ სახალხო მომღერალს ანა ვარდიაშვილს. 1962 წელს დაარსდა ანსაბლი „სოინარი“ (ხელმძღვანელი გ. ქსოვრელი). ამ ანსაბლთან ერთად არაერთი ქალაქური მელოდია იმღერეს ესტრადის მსახიობებმა მ. ძიძიგურმა, ც. დადიანმა და სხვ. სამუსიკო ანსაბლების რესპუბლიკის გაერთიანებასთან შეიქმნა მედუდუკეთა ანსამბლები „ქალაქური“ (ხელმძღვანელი გ. ქსოვრელი), „სალხინო“ (ხელმძღვანელი ვ.არჩვაძე), „კავკასიონი“ (ხელმძღვანელი გ. გაგლოშვილი) და სხვ. საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებასთან გაიხსნა მედუდუკეთა სკოლა-სტუდია.

პოპულარული

"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ინტერნეტში შეპირებული დაუვიწყარი სექსი და მოტყუებული ახალგაზრდები - პოლიცია თაღლითს ეძებს
დაწერე კომენტარი