ქუჩის ისტორიები: უმიკაშვილის ქუჩა

პეტრე უმიკაშვილი

უმიკაშვილის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ვერაზე.

პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი (დ. 17 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 5 ოქტომბერი], 1838, თბილისი — გ. 25 მაისი, (სხვა ვერსიით 23 იანვარი [ ძვ. სტ. 10 იანვარი) 1904, თბილისი) — ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლიტერატორი და პუბლიცისტი.

დაიბადა თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. მამით ადრე დაობლებული ბავშვი დედამ აღზარდა. პირველდაწყებითი განათლება კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა კომერციულ გიმნაზიაში, რომელიც 1854 წელს პირველ გიმნაზიას შეუერთდა. ეს გიმნაზია ყმაწვილმა 1854 წელს დაამთავრა. უსახსრობის გამო პეტერბურგის უნივერსიტეტი მოგვიანებით, 1867 წელს დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის პირველ გიმნაზიაში დაიწყო. აქ მან 20 წელი იღვაწა ქართულის მასწავლებლად.

პეტრე უმიკაშვილის პირველი ლიტერატურული ნაშრომი დაბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. აქედან დაიწყო მისი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მან შექმნა ორიგინალური პიესები, პუბლიცისტური წერილები, მეცნიერული ხასიათის გამოკვლევები, მასვე ეკუთვნის თარგმანებიც. ფასდაუდებელია მის მიერ ფოლკლორული მასალის შეგროვება-გამომზეურება და ჩვენი კლასიკოსების თხზულებათა გამოცემები. 1874 წელს დაბეჭდა ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტები — „ლექსები სახალხო სიმღერებისაგან შედგენილი“, გამოაქვეყნა „არსენას ლექსი“, „ეთერიანი“, „ქართული ანდაზები“ და სხვა.

პეტრე უმიკაშვილი იყო ქართული ენისა და წიგნის დაუცხრომელი ქომაგი. მან ჯერ კიდევ 1864 წელს შეადგინა და გამოსცა „ქართული ანბანი“ (მოგვიანებით ამ წიგნის კიდევ ორი გამოცემა გამოვიდა), „დედანი ქართული წერისა“ (პირველი ანალოგიურ გამოცემათა შორის), მისი “ხალხური სიტყვიერება”, სადაც პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული მასალის უმრავლესი ნაწილია მოთავსებული, გამოიცა 1964 წელს 4 ტომად სახელმწიფო (მაშინ საბჭოთა) მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ და სხვა მრავალი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის დიდი მზრუნველობა, რომელსაც პეტრე უმიკაშვილი იჩენდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი