ქუჩის ისტორიები: ტრანსპორტის ქუჩა

ტრანსპორტი

ტრანსპორტის ქუჩა მდებარეობს დიდუბის რაიონში.

ტრანსპორტი (ლათ. trans – გადაღმა, და portare – ზიდვა) — ერთობლიობა საშუალებების, რომელთა დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურად, მანქანებად და მართვად. ინფრასტრუქტურა მოიცავს ტრანსპორტისთვის საჭირო უძრავ კონსტრუქციებს, მათ შორის საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, საჰაერო გზებს, არხებს, სადენებს ან ტერმინალებს, როგორიცაა აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და საზღვაო სადგურები. მანქანები, რომლებიც ამ ქსელში მოძრაობს არის ავტომობილები, ავტობუსები, მატარებლები, თვითმფრინავები და სხვა. ხოლო მართვა მოიცავს ამ მანქანებისა და კონსტრუქციების ოპერირებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორიცაა ფინანსირება, პოლიტიკა და იურიდიული მომსახურება.

განასხვავებენ მიწისზედა, წყლის და საჰაერო ტრანსპორტს. მიწისზედა ტრანსპორტში იგულისხმება სარკინიგზო ტრანსპორტი, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტი, წყლის ტრანსპორტში – საზღვაო და სამდინარო, საჰაეროში – საავიაციო ტრანსპორტი.

დანიშნულების მიხედვით ტრანსპორტი იყოფა საერთო (რომელიც ემსახურება მოსახლეობას), არასაერთო (შიდასამრეწველო გადაზიდვები) და პირადი სარგებლობის ტრანსპორტად.

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი