ქუჩის ისტორიები: ტოროშელიძის ქუჩა

მალაქია ტოროშელიძე

ტოროშელიძის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში.

მალაქია ტოროშელიძე (დ. 15 მარტი, 1880 — გ. 7 სექტემბერი 1937) — ქართველი საბჭოთა პარტიული და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი.

დაიბადა სოფელ სხვავაში (ამჟამინდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). 1910 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების — „ბრძოლისა“ და „კავკაზსკი რაბოჩის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1921–1922 წლებში მალაქია ტორშელიძე საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, 1922–1924 წლებში კი — ცეკავაშირის გამგეობის თავმჯდომარე.

1928 წლის სექტემბრიდან 1930 წლის სექტემბრამდე მალაქია ტორშელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე რექტორი, 1931–1936 წლებში — საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად, 1934–1935 წლებში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1936 წელს — განათლების სახალხო კომისარი.

მალაქია ტოროშელიძე 1936 წელს 10 სექტემბერს დააპატიმრეს. დაპატიმრების მომენტში იყო განათლების სახალხო კომისარი. 1937 წლის 7 სექტემბერს დახვრიტეს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1956 წლის 10 მარტის განჩინებით რეაბილიტირებულია.

loading…

პოპულარული

"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან" - მიხეილ სააკაშვილი
აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - ჯართის შესაგროვებლად წასულ ბავშვს ოჯახი 2 დღე ეძებდა
6 წლის საბა, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა
ნათლისღების სასწაულები - "ეს ამბავი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ჭულევის მონასტრის მახლობლად"
დაწერე კომენტარი