ქუჩის ისტორიები: ტატიშვილის ქუჩა

ისანი

ტატიშვილის ქუჩა მდებარეობს ისნის რაიონში, კერძოდ ნავთლუღში.

იოსებ გრიგოლის ძე ტატიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1886, თბილისი — გ. 21 ივლისი, 1952, იქვე) — ქართველიმწერალი, ენათმეცნიერი.

პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია, ხოლო 1915წელს — მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

თავისი პირველი მოთხრობა „წვიმაში“, ი. ტატიშვილმა დაბეჭდა 1908 წელს გაზეთ დროებაში. აქედან მოყოლებული, მას კალამი არ გაუგდია. მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებია: „დედაკაცის ბედი“, „იაღლუჯა“, „მტერთა სასძლო“, „ქალის გული“, „ძველი გმირი“. ზოგი მოთხრობა თარგმნილია უკრაინულად.

ი. ტატიშვილს აქვს მრავალი ტარგმანი რუსულიდან და სომხურიდან. აღსანიშნავია რომ იგი იყო ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე და თავისი წვლილი შეიტანა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მომზადებაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — სოფიო ლევანის ასული მაკროპულო (დ. 4 აპრილი, 1888, დაბა ალავერდი, ახლანდელი სომხეთი — გ. 21 იანვარი, 1963, თბილისი).

 

loading…

პოპულარული

„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი