ქუჩის ისტორიები: სხირტლაძის ქუჩა

ირინა სხირტლაძე

სხირტლაძის ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაიონში.

ირინა სხირტლაძე (პოლ. Irena Schirtładze; დ. 7 აპრილი, 1928, ლვოვი — გ. 14 სექტემბერი, 1944, ვარშავა) — ყოფილი ქართველი იუნკრის, 1940 წელს კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, კაპიტან არკადი სხირტლაძისა და პოლონელი იანინა კიჩინსკა-სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი. 1943 წლის ბოლოს ირინა დედასთან და უმცროს დასთან ერთად ვარშავაში გადავიდა. გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ვარშავაში ირინას მოუძებნა ქართველი ქალი და მასთან დადიოდა ქართული ენის უკეთ შესასწავლად.

ქართველი ოფიცრის ქალიშვილი არ იყო ვალდებული, მონაწილეობა მიეღო ვარშავის აჯანყებაში. მიუხედავად ამისა, იგი აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში. 1944 წლის აგვისტოში, ვარშავის აჯანჯების დაწყების პირველივე დღეებში, ირინა სხირტლაძე ფსევდონიმით „ირკა“ პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი იყო. ბატალიონთან ერთად ირინამ ბრძოლის მთელი გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრამდე და ჩერნიაკოვამდე. 1944 წლის 14 სექტემბერს იგი ლუდნას ქუჩაზე გერმანელთა ტყვიამ იმსხვერპლა, როდესაც ის ცდილობდა, მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსისთვის დახმარება აღმოეჩინა. 1944 წლის 12-14 სექტემბერს სწორედ ვარშავის ამ უბანში მიმდინარეობდა გააფთრებული შეტაკებები აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის.

ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისათვის ირინა სხირტლაძე დაჯილდოებულია მედლით „მამაცთა ჯვარი“, რომელიც 1920 წელს დააწესა პოლონეთის დაცვის საბჭომ. დაკრძალულია ვარშავის პოვონზკის ცნობილ სამხედრო სასაფლაოზე.

ირინა სხირტლაძეს მიუძღვნა თავისი ცნობილი ლექსი „ირინოლა“ პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი